სიახლეები

იქნება ერთი ქართველიც ბასკეთში?

გაუზიარე

უკრაინული შახტარის აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ, ვინც უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში რამდენიმე მატჩიც აქვს ჩატარებული, კარიერა შესაძლოა ესპანურ რეალ სოსიედადში გააგრძელოს:

”შახტართან კონტრაქტი დამიმთავრდა. წინადადებები ესპანეთიდან მაქვს. ვფიქრობ, ჩემი სათამაშო სტილი ამ ქვეყნის ჩემპიონატს მიესადაგება. ახლა ის დროა, როცა თავის გამოჩენას ევროპაში ვეცდები”, _ უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს ბექა ვაჩიბერაძემ.

ამასობასი კი სწორედ უკრაIნელებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს, სადღეისოდ ბასკური კლუბი ამ ფეხბურთელის შეძენას არ აპირებს. 

ამბობენ, რომ ვაჩიბერაძე სექტემბრამდე აუცილებლად გააფორმეს კონტრაქტს ახალ გუნდთან, თუმცა რომელთან... მისი აგენტი ანდრეი გოლოვაში მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, თავის დროზე სოსიედადში ქართველი ფორვარდი გიორგი დემეტრაძე თამაშობდა.

ლუკა თალაკვაძე