სიახლეები

ჟურნალისტების არჩევანი: კანკავა და პაპუნაშვილი

გაუზიარე

ისევე როგორც შარშან, ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიურმა ჟურნალმა Number One  წლეულსაც  ჩაატარა ჟურნალისტთა გამოკითხვა ორ ნომინაციაში: 2014–15 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

გამოკითხვაში გაიმარჯვეს ჯაბა კანკავამ და გიორგი პაპუნაშვილმა (დინამო თბილისი /ვერდერი).

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტთა შარშანდელი გამოკითხვის მიხედვითაც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანი  კანკავა გახდა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი ესპანელი ჩისკო დასახელდა.

გამოკითხვის შეჯამების წესი ასეთი გახლდათ: ყველა გამოკითხულ ჟურნალისტს თითოეულ ნომინაციაში სამი ფეხბურთელის დასახელება შეეძლო და შედეგი ამ სისტემით დავაამეთ – პირველი ადგილი 5 ქულა, მეორე ადგილი 3 ქულა, მესამე ადგილი 1 ქულა.

წლევანდელ გამოკითხვაში 46 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.