სიახლეები

გიორგი რეხვიაშვილი კვლავ დინამოელია

გაუზიარე

თბილისის დინამომ ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა _ 27 ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც ბოლოს თურქულ ბოლუსფორში თამაშობდა. რეხვიაშვილი თითქმის ორწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა დინამოს, სადაც 2010-2013 წლებში გამოდიოდა და ამ პერიოდში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსება 68 შეხვედრაში დაიცვა.

რეხვიაშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, მაგრამ არანაკლებ წარმატებით შეუძლია თამაში დაცვის მარცხენა ფლანგზე. მართალია, ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებოდა, მაგრამ სანაკრებო შეკრებაზე არაერთხელ გამოძახებულა და ოპტიმალურ ფორმაში შესვლის შემთხვევაში კვლავ შეეძლება ნაკრებში დაბრუნება.

რეხვიაშვილის მისვლით დინამოს დაცვის ხაზში კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშის პირველ კანდიდატად ოთარ კაკაბაძე მიიჩნევა, რა თქმა უნდა, ძირითადისთვის იბრძოლებს არჩილ ტვილდიანიც. დაცვის ცენტრში კი, რეხვიაშვილის გარდა, რენე ფერეირა, გიორგი გველესიანი და ზაზა ჭელიძე არიან. ამავე პოზიციაზეა გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია, რომელიც ოპერაციისშემდეგომ რეაბილიტაციის კურსს გადის, მარცხნივ კი გიორგი თევზაძე და გიორგი გურული გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. 

პაატა ძნელაძე