გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის ბინადრები, ბათუმის დინამო და ლანჩხუთის გურია დაუპირისპირდნენ. თავიდან აჭარელები დაწინაურდნენ, გაბედავას გადაცემას გოგიტიძის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. ლანჩხუთელთაგან კი ანგარიში 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვანო წილოსანმა გაათანაბრა, მანვე მერე დუბლიც შეასრულა და გურია დააწინაურა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ლაშა ჩაფიძემ დააფიქსირა და საბოლოოდ გურიამ 3:1 მოიგო.
ამ შეხვედრაში ბათუმელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: ალავიძე, ქავთარაძე, გოგიტიძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ფონიავა, გაბედავა, დიასამიძე, გაბედავა, ლუის ალბერტო.
შეცვლაზე შევიდნენ: ტეტუნაშვილი, მგელაძე, ჭკუასელი, ტატანაშვილი.
ჩემპიონატის პირველ ტურში, 14 აგვისტოს ბათუმელები ზუგდიდს უმასპინძლებენ, გურია კი პირველ შეხვედრაში სიონს დაუხვდება.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე