სიახლეები

შოთა არველაძე საუკეთესო ათეულშია

გაუზიარე

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, შოთა არველაძე თურქული სუპერლიგის ყველა დროის ათ საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელს შორის დასახელდა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტრაბზონსფორის ღირსებას იცავდა და წლების მანძილზე გუნდის ლიდერი იყო. უეფას მიერ შედგენილ ათეულში კი, არველაძის გარდა, შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: 

გეორგე ჰაჯი (გალათასარაი, რუმინეთი)

გეორგე პოპესკუ (გალათასარაი, რუმინეთი)

დიდიე დროგბა (გალათასარაი, კოტ დივუარი) 

პიერ ვან ჰოიდონკი (ფენერბაჰჩე, ჰოლანდია)

დიეგო ლუგანო (ფენერბაჰჩე, ურუგვაი)

ტომაშ სივოკი (ბეშიქთაში, ჩეხეთი)

მარიო ჟარდელი (გალათასარაი, ბრაზილია)

ტაფარელი (გალათასარაი, ბრაზილია)

ალექსი (ფენერბახჩე, ბრაზილია)

ლეგიონერები ლეგიონერებად, მაგრამ ღრმად გვწამს, შოთა არველაძე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი საერთოდ თურქულ ფეხბურთში უთამაშია, მათ შორის, ადგილობრივი ვარსკვლავების ჩათვლით. 

პაატა ძნელაძე