სიახლეები

ლორიას ნაცვლად ალვარადო

გაუზიარე

როგორც ბერძნული მედიასაშუალებები იტყობინებიან, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ტრანსფერი ტრაბზონსფორში ჩაიშალა და ამ ეტაპზე ლორია კვლავ ოლიმპიაკოსის მეკარედ რჩება. სავარაუდოდ, მის ნაცვლად ტრაბზონსფორი ჰოლანდიური ალკმაარიდან კოსტარიკელ ესტებან ალვარადოს გადაიბირებს, რომელიც ამჟამად ძირითადი მეკარის, ონურ კივრაკის კონკურენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის თავკაცობით ტრაბზონსფორმა წარმატებით დაძლია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი და ახლა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიურ რაბოტნიჩკისთან ელის განმეორებითი შეხვედრა. პირველი, საშინაო მატჩი მაკედონელებმა 1:0 მოიგეს, საპასუხო შეხვედრაში კი ტრაბზონსფორს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. რაც შეეხება თურქულ სუპერლიგას, აქ ტრაბზონი შემდეგ ტურში ბურსასფორს უმასპინძლებს.

პაატა ძნელაძე