სიახლეები

ზვიად სიჭინავა: ფეხბურთი - ჩვენი საერთო სიყვარული!

გაუზიარე

ფეხბურთია ის, რაც გვაერთიანებს! გულწრფელად მინდა, სუპერთასით ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმაც გაიხარონ. აფხაზი და ოსი ფეხბურთელები ყოველთვის იდგნენ ქართული ფეხბურთის სამსახურში, ამიტომ, მინდა, ენგურს მიღმა დარჩენილმა ხალხმა ეს აქცია მიიღოს როგორც მეგობრული, კეთილი ნების სიმბოლური ჟესტი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებას, მათ შორის, სპორტი, კერძოდ კი, ფეხბურთი და იმედია, მოვა დრო, როცა ყველა ერთად ისევე გულწრფელად ვიზეიმებთ ჩვენი ფეხბურთის მომავალ წარმატებებს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. მჯერა, ეს წარმატებებიცა და ენგურის გაღმა-გამოღმა მცხოვრები ხალხის შერიგება არც ისეთი შორეული პერსპექტივის საქმეა, როგორც ეს შექმნილი რეალობის გამო დღეს შეიძლება გვესახებოდეს!