სიახლეები

ლოკომოტივი ავსტრიიდან მარცხით ბრუნდება

გაუზიარე

ავსტრიულ შეკრებზა მყოფმა თბილისის ლოკომოტივმა, რომელიც საქართველოს უმაღლეს ლიგას ახლახან დაუბრუნდა, ავსტრიაში ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელები თურქული სუპერლიგის ესკიშეჰირს დაუპირისპირდნენ და 1:7 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში მაისურაძემ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

მიქავა (კუპატაძე 46), ღაღანიძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი (ხიდეშელი 70), უბილავა (გაბაძე 68), დიასამიძე, სამურკასოვი, ჩიხლაძე (ქიქავა 50), კიკნაძე (არდაზიშვილი 80), თექთურმანიძე (ქანთარია 69), გავაშელიშვილი (არველაძე 75)

ლოკომოტიველთაგან ერთადერთი გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა მამია გავაშელიშვილმა გაიტანა, რომელმაც მატჩის 25-ე წუთზე ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ლოკომოტივმა გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. 

ლოკომოტივი საქართველოში დღეს დაბრუნდა და მორიგ საკონტროლო მატჩს 7 აგვისტოს საგურამოში ბოლნისის სიონთან ჩაატარებს. ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კი, 13 აგვისტოს საჩხერეში ესტუმრება ჩიხურას.

პაატა ძნელაძე