სიახლეები

ბათუმელებმა ლიახვს მოუგეს

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბათუმის დინამო მორიგი სეზონისთვის მზადების დასკვნით ნაწილს გადის. შოთა ჭეიშვილის ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში პირველლიგელ ცხინვალის ლიახვს დაუპირისპირდა.Aეს კლუბი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტადაც მიიჩნევა. პირველლიგელებმა ბათუმელებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ,  ბათუმის დინამომ მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 2:1 მოიგო.

აჭარელებმა ლიახვთან ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მამინაშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, თევდორაძე, ფონიავა, შონია, ტატანაშვილი, ლუის ალბერტო, გაბედავა 

შეცვლაზე შევიდნენ: დიასამიძე, მაკარიანი, ჩირიკაშვილი, ჭკუასელი, კვანტალიანი, აბუსელიძე, ვარშანიძე
ანგარიში ლიახვის ფეხბურთელმა ლომიამ გახსნა, ბათუმელთაგან კი გაბედავამ და აბუსელიძემ გამოიჩინეს თავი. ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში დინამო 14 აგვისტოს ქობულეთში ზუგდიდს უმასპინძლებს.

პაატა ძნელაძე