სიახლეები

უეფამ დინამომ ფულით და ცარიელი სექტორით დასაჯა

გაუზიარე

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა დინამო თბილისი 20 ათასი ევროთი დააჯარიმა, ასევე, უეფას ეგიდით ჩატარებული უახლოესი საერთაშორისო მატჩისას კლუბს ფანების სექტორის დაცარიელება მოუწევს. ვინაიდან დინამო ევროპის ლიგის გათამაშებას უკვე დაემშვიდობა, კლუბი ფანების სექტორს მომავალ ზაფხულში, ევროტურნირის პირველსავე საშინაო მატჩისას დახურავს. 

უეფას დისციპლინარების სასჯელი აზერბაიჯანულ გაბალასთან ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თბილისური შეხვედრისას დინამოს ფანების უსაქციელობას მოჰყვა. გადაწყვეტილება სანქციის მიღების თაობაზე არ მიღებულა ბანერების გადმოკიდების გამო, უეფას პატაკში წერია, რომ ფანების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს.

ლუკა თალაკვაძე