სიახლეები

ტრაგედია: გარდაიცვალა ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახურის თანამშრომელი

გაუზიარე

გუშინ დილით ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახურის თანამშრომელი აკაკი ჩიბურდანიძე გარდაიცვალა. 22 წლის აკაკი ქობულეთში, ზღვაში დაიხრჩო... მას ყველა კარგ პიროვნებად და თავისი საქმის პროფესიონალად იცნობდა.

„ჩვენი თამაში“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.