სიახლეები

ქართველები იტალიაში: მჭედლიძის საგოლე პასი

გაუზიარე

ემპოლიმ ამხანაგური მატჩი გამართა იტალიურ პისტოიეზესთან და 1:0 მოიგო. ლევან მჭედლიძე 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე (მასიმო მაკარონე შეცვალა) და ათ წუთში საგოლე პასი მიითვალა, კერძოდ, სინიორელის გაატანინა. მჭედლიძემ წინა შეხვედრაში თავადაც შესძლო გატანა: ვიარეჯოსთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში.   

აქვე ვთქვათ, რომ ახალ კლუბში, იტალიის სერია ც-ის ტუტოჩიოში პირველად ითამაშა ექს-ემპოლელმა ირაკლი შეყილაძემ. სამწუხაროდ, ამ ფორვარდმა იტალიაში პროგრესირება ვერ შესძლო და ახლა უკვე სუსტ გუნდში ირჯება, არადა, სამი-ოთხი წლის წინ ემპოლის ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე გახლდათ. შეყილაძემ ბენევენტოსთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა. 

ილია ნანობაშვილი