სიახლეები

ვოლინის მწვრთნელი: კობახიძე ჯერ ჩვენთან რჩება

გაუზიარე

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ სანდრო კობახიძე დნიპროს დაუბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც დნიპრომ ევგენი კონოპლიანკა სევილიაში გადავიდა, კლუბი განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებაზე დაფიქრდა. სანდრო კი, როგორც იცით, ლუცკის ვოლინშია იჯარით. 

ვოლინის მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ განაცხადა, რომ კობახიძე ჯერ ვოლინში რჩება. 

თავად სანდროც არ ჩქარობს. ის დნიპროში ადრე ორჯერ დააბრუნეს, მაგრამ თამაშის პრაქტიკას ნაკლებად აძლევდნენ. ვოლინში კი ქართველი არათუ თამაშობს, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიცაა. 

ვოლინმა გუშინწინ სტუმრად 2:0 მოუგო ზაპოროჟიეს მეტალურგს, სანდრომ კი შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა.  

ილია ნანობაშვილი