სიახლეები

ქართველ ქალთა ნაკრები გაბელიათი ძლიერდება

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ყაზახეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის 2015 წლის გამარჯვებული გულნარა გაბელია დაემატება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გულნარა გაბელიას საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ მიენიჭა და ახლა, მას უკვე აღარაფერი უშლის ხელს, კვალვ ქვეყნის მთავარი ნაკრების ღირსება დაიცვას.

გულნარა გაბელია, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, საკლუბო კარიერის გაგრძელების მიზნით ყაზახეთში გადავიდა, მოთამაშე–მწვრთნელის რანგში, რის გამოც, ქართველ სპორტსმენს დროებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა მოუხდა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი Biik Kazigyrt ყაზახეთის ქალთა ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა ქვეყნის ჩემპიონი. შემოდგომიდან კი გულნარა გაბელიას გუნდი ტრადიციულად ჩაებმება უეფას ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც.. რაც შეეხება ყაზახური კლუბის ქართველ თავდამსხმელს, ის 3–ჯერ (2011, 2013 და 2014 წ.წ.) ყაზახეთის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2013 წელს გაბელია ყაზახეთის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ყაზახეთის 2015 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე (სექტემბერის ბოლოს სრულდება), 4 ტურით ადრე გულნარა გაბელიას ანგარიშზე 27 გატანილი გოლია და ის ჯერჯერობით კვლავ ბომბარდირთა შორის ლიდერია.

„გულნარა გაბელია, ადრე თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ იმის გამო, რომ კარიერა გაეგრძელებინა, მას ქვეყნის და მოქალაქეობის დატოვებაც კი მოუხდა.  თუმცა, ახლა ფედერაციისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გაბელია კვლავ საქართველოს მოქალაქეა და უახლოეს შეკრებებზე ის ნაკრებს შემოუერთდება“, აცხადებს ნაკების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა, რომელიც, ივნისში ყაზახეთში, სპეციალუარდ ამ ფეხბურთელის თამაშების სანახავადაც იყო ჩასული.

სფფ–ს პრესსამსახური