სიახლეები

აღმასკომის მორიგი სხდომა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუშინდელ აღმასკომზე მომავალი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კალენდარი დაამტკიცეს, ხოლო ლანჩხუთის გურიას მოსთხოვეს, რომ 10 აგვისტომდე ან სრულად დაფაროს ყოფილი მწვრთნელების თემურ ლორიასა და ზურაბ პატარიძის დავალიანება (40 500 ლარი), ან კიდევ აღნიშნილ თარიღამდე კლუბმა წარმოადგინოს დავალიანების დაფარვის გრაფიკი. 

საინტერესო იყო, რომ აღმასკომმა ურჩობისთვის ფეხბურთის კლუბი ზესტაფონი პირველი ლიგიდანაც მოკვეთა. ზესტაფონს გუნდის მეკარეების ყოფილი მწვრთნელის თამაზ ოდიკაძის დავალიანების გადაუხდელობის გამო აეკრძალა პირველ ლიგაში თამაში. დაიშვება თუ არა ზესტაფონი მეორე ლიგაში, ეს მოგვიანებით გაირკვევა. ზესტაფონის ნაცლად კი პირველ ლიგაში წალენჯიხის სქური ითამაშებს, გუნდი რომელიც წინა გათამაშებიდან სპორტული პრინციპის გათავლისწინებით გავარდა, მაგრამ ასევე აღმასკომის მიერ უწინ დადგენილი სპორტული პრინციპის გათვალისწინებით, ახლა პირველ ლიგაში დარჩა. 

აღმასკომის ადრინდელ გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ სადავო საკითხისას უპირატესობა სწორედ ლიგიდან გავარდნილ გუნდს მიენიჭებოდა, ვიდრე დაბალ ლიგაში გამრჯვებულს. ჰოდა, ვინაიდან ზესტაფონი პირველ ლიგასიც ვერ იასპარეზებს, მისი ადგილი პირველი ლიგის აუტსაიდერმა სქურმა დაიკავა და არა მეორე ლიგის პლეი-ოფში მესამე ადგლზე გასულმა ცხუმმა...

კობა ინასარიძე