სიახლეები

ზუგდიდი თურქეთში წავიდა

გაუზიარე

ახალი სეზონის დაწყებამდე თურქეთს მოსამზადებლად კიდევ ერთმა კლუბმა მიაშურა. ბესიკ შეროზიას გაწვრთნილი ზუგდიდი სამეზობლოში გუშინ ორიოდე კვირით 25 ფეხბურთელით გაემგზავრა. ზუგდიდელები ქალაქ ავანოსში დაბინავდებიან და იქვე თურქულ კლუბებთან ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. სეზონის დაწყებამდე ზუგდიდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, უშუალოდ თურქეთში გამგზავრების წინ კი გუნდმა ბათუმის დინამოდან  გიორგი გავაშელიშვილი დაიმატა...

ბესიკ შეროზიამ თურქეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: მამალაძე, ჯომიდავა.

მცველები: მაჩაიძე, ელიავა, ნარმანია, თიბილაშვილი, ჩანადირი, ჯავაშვილი, ქანთარია, გავაშელიშვილი.

ნახევარმცველები: ქირია, ტყემალაძე, ფარჯიკია, სამუშია, კუტალია, წურწუმია, წყაროზია, ფიფია, მალანია, სამუშია, ჟვანია.

თავდამსხმელები: კვარაცხელია, ბულია, ჩანგელია, თუთბერიძე.

ლუკა თალაკვაძე