სიახლეები

კოშკაძე: უკვე 14!

გაუზიარე

ცენტრალური ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე ახალ სეზონს თავის კარიერაში კიდევ ერთ ახალ კლუბში შეხვდება. 33 წლის ფეხბურთელი ფოთის კოლხეთს შეუთანხმდა, კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზეც გაჰყვება.  

ახალი გუნდიო, ვთქვით და განვავრცოთ, რომ კოლხეთი კოშკაძისთვის მე-14 ახალი კლუბია. კოშკაძემ პროფესიული კარიერა თბილისის მერანში დაიწყო, მას შემდეგ კი მის კარიერაში იყო: სიონი, ტორპედო, ამერი, ბათუმის დინამო, ბორჯომი, რუსთავის ოლიმპი, ახალციხის მესხეთი, ისევ სიონი, დინამო თბილისი, ზუგდიდი, ისევ ბათუმის დინამო, გურია, დილა, მარტვილის მერანი და ისევ გურია... ახლა კოშკაძის კარიერაში ფოთის დრო დადგა. ამ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში სამი, ხოლო ახალგაზრდულ გუნდში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. 
                                      
ლუკა თალაკვაძე