პორტუგალიელი თავდამსხმელის, ლუის ალბერტოს ბოლნისის სიონიდან ბათუმის დინამოში გადასვლა გადაწყდა. ის დღეს გააფორმებს კონტრაქტს.
23 წლის ლუის ალბერტო სიონში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და თამაშის ხარისხსაც, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, ვერ დაუწუნებდი. ტექნიკა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები – ლუის ალბერტოს ეს თვისებები აქვს.
სხვათა შორის, ლუის ალბერტომ მაისში ბათუმის დინამოსაც გაუტანა და ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. მაშინ ბოლნისელებმა 1:0 მოიგეს და სწორედ ამ გამარჯვებით გაინაღდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენა.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე