ვაკო ყაზაიშვილი არნემის ვიტესში 8 ნომრით თამაშობდა, ახლა კი უფრო პრესტიჟული ნომრით გაირჯება: ათიანით. ვიტესმა ფეხბურთელები დანომრა და ვაკოს 10 არგუნა. არნემელთა ათიანი წინა წლებში დევი პროპერი გახლდათ, რომლმაც პსვ-ს მიაშურა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მან თავისი საყვარელი ნომერი დაიტოვა: 37. 
ბერძნულ ასტერასთან ამხანაგურ მატჩში ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. ვიტესმა 3:2 გაიმარჯვა, ორი გოლი 19 წლის ალბანელმა მილოტ რაშიკამ გაიტანა. 
ვიტესს მომავალ ხუთშაბათს ევროპის ლიგის მესამე ეტაპის მატჩი ელის და მეტოქე საკმაოდ ძლირი ჰყავს: ინგლისური საუთჰემპტონი. 
ილია ნანობაშვილი
        გაუზიარე