სიახლეები

გიორგი ივანიშვილი: დილით ცხინვალი, საღამოს თბილისი

გაუზიარე

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" კვირას გაიხსნება. საორგანიზაციო კომიტეტს სადაგი დღეები უდგას, მის საქმიანობაში კი აქტიურად არის ჩართული ცხინვალის ფლანგელი ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი. შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი სწორედ `თბილისი 2015-ის~ საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა, ფეხბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული, მაგრამ ცხინვალის წინადადებაზე უარი აღარ უთქვამს და აგერ, უკვე მეორე სეზონია, ამ გუნდში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

"დილას გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯოშობ, საღამოს კი ფესტივალის საორგანიზაციო საქმეებით ვარ დაკავებული. ბევრი და რთული სამუშაოა, მაგრამ ამავდროულად საამაყოც, რადგან თბილისი ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ვცდილობთ, ჩვენზე დაკისრებული ყველა დავალება ზუსტად შევასრულოთ. პირადად მე ფესტივალის გახსნისა და პროტოკოლის საქმიანობაში ვარ ჩართული", _ გვითხრა გიორგი ივანიშვილმა, რომელიც საქმიანობას ორიოდე წუთით მოვწყვიტეთ...  

ვეკო ყიფიანი