სიახლეები

ვაწაძე დანიაში საუკეთესოდ დაასახელეს

გაუზიარე

მათე ვაწაძე დანიის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და ორჰუსის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ადგილობრივი სუპერლიგის ვებგვერდზე ჩატარებულ ქომაგთა გამოკითხვაში გაიმარჯვა. მათემ ხმების საერთო რაოდენობის ზუსტად ნახევარი მიიღო და მეორეადგილოსან რასმუს ფელკს შვიდი პროცენტით აჯობა. მესამე ადგილი პიონე სისტოს ხვდა. 

შეგახსენებთ, რომ წინა უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელმა სუპერლიგის პირველ ტურში ბრონდბიუს ორი გოლი გაუტანა და მისმა გუნდმა სწორედ ამ გოლების წყალობით 2:1 იმარჯვა. 

გამოკითხვაში მათე ვაწაძემ 1 089 ხმა მიიღო, ფელკმა - 832, ხოლო სისტოს ხმა 156 ქომაგმა მისცა. 

ლუკა თალაკვაძე