სიახლეები

მორდოვიას მწვრთნელი: რევიშვილი ყველამ გავამხნევეთ

გაუზიარე

რუსული პრემიერლიგის პირველ ტურში მორდოვიამ შინ 0:1 წააგო მოსკოვის ლოკომოტივთან და გოლი ნუკრი რევიშვილის ბრალი იყო. მორდოვიას ქართველმა მეკარემ იოლად ასაღები თავური ვერ მოიგერია – ეგონა, ბურთი გადადიოდა, ამ დროს კი ძელიდან ასხლეტით შევარდა კარში. მოგვიანებით ნუკრიმ პენალტი აუღო მაიკონს. 

ახლა პენალტი ვიღას ახსოვს, გაშვებულ გოლზე საუბრობენ... თავად ნუკრიმ განაცხადა, წაგება ჩემი ბრალიაო. 

რევიშვილს ამხნევებს მორდოვიას მწვრთნელი ანდრეი გორდეევი: "გასაგებია, რომ შეცდომის გამო გავუშვით გოლი, რამაც მეორე ტაიმის მიმდინარეობაზე იმოქმედა. ასეთები ხდება. რევიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ბურთი გადადიოდა. ნუკრი ყველამ გაამხნევა და ასეც უნდა ყოფილიყო: ჩვენ ერთად ვართ მოგების დროს და ერთად ვართ მარცხისას". 

ილია ნანობაშვილი