სიახლეები

ბაჩანა ცხადაძე და ვატო არველაძე ლოკომოტივში ვარჯიშობენ

გაუზიარე

თბილისის ლოკომოტივი საგურამოში ვარჯიშს აგრძელებს, ორჯერადი წვრთნებია და ხვალ თბილისელები უკვე ავსტრიაში გაემგზავრებიან შეკრებაზე. ვასილ მაისურაძის გუნდში ახალი სახეები გამოჩნდნენ: ბაჩანა ცხადაძე და ვატო არველაძე. 

ბაჩანა, როგორც იცით, ბაქოს ინტერში თამაშობდა, ამჟამად კი უკლუბოდაა. ის ჯერჯერობით მხოლოდ ვარჯიშობს ლოკომოტივში, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია. ზაპოროჟიეს მეტალურგზე ადრე ითქვა, მაგრამ მას შემდეგ საქმე წინ არ წასულა. ესაც არ იყოს, ზაპოროჟიულ კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირს და ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებს.  

რაც შეეხება 17 წლის ვატო არველაძეს, ის თურქული ქასიმფაშას ახალგაზრდულ გუნდში იყო, მაგრამ ახლა ლოკომოტივშია და დიდი ალბათობით, ლოკომოტივშივე დარჩება. 

ახლახან ვწერდით და შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივში არიან გიორგი გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯიას ყოფილი კაპიტანი), გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი და გიორგი თექთურმანიძე, რომელიც გორის დილადან გაანათხოვრეს ექვსი თვით.  

ილია ნანობაშვილი