სიახლეები

ანანიძის შანსი: ხურადო ინგლისში წავიდა

გაუზიარე

მოსკოვის სპარტაკის ესპანელი ნახევარმცველი ხოსე მანუელ ხურადო ინგლისურ უოტფორდში გადავიდა. ეს ტრანსფერი ჩვენთვის საინტერესო არც იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ სპარტაკის ძირითადში ადგილისთვის ხურადო ჯანო ანანიძის პირველი კონკურენტი იყო.
რუსი მიმომხილველების აზრით, ესპანელის წასვლის შემდეგ ანანიძეს ძირითადში დამკვიდრების გაცილებით მეტი შანსი მიეცემა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. 

ხურადო სპარტაკში გერმანული შალკედან სამი წლის წინ გადავიდა და მას შემდეგ ჯანოს უფრო გაუჭირდა ძირითადში მოხვედრა. 2012-2013 წლების სეზონში ხურადომ ჯანოს ადგილი ძირითადში 18-ჯერ დაიკავა, ხოლო 2013-2015 წლებში ესპანელმა ჯამში 48 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, როცა ეს ფეხბურთელი მოედანზე იყო, ჯანო მეტწილად სათადარიგოებში იჯდა. 

ახლა ვნახოთ, რა როგორ იქნება. დავძენთ მხოლოდ, რომ სპარტაკის ახალი მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევი ჩვენიანს კარგი თვალით უყურებს...  

ლუკა თალაკვაძე