სიახლეები

მსაჯთა შეკრება-სემინარი ახალი 2015/16 წ.წ. სეზონის წინ

გაუზიარე

2015 წლის 17-19 ივლისს ქ.თბილისში, სასტუმრო ,,ბომონდ-გარდენში'' ჩატარდა სფფ-ს უმაღლესი ლიგის მსაჯთა და ასისტენტთა შეკრება-სემინარი, რომელსაც უძღვებოდა სფფ-ს სამსაჯო განყოფილების უფროსი იორნ ვესტ ლარსენი (დანია). მსაჯებთან ერთად სემინარში მონაწილებდნენ სფფ-ს მსაჯთა დამკვირვებლები. დანიელმა სპეციალისტმა დამსწრეებთან ერთად მიმოიხილა მსაჯობა განვლილ სეზონში, ყურადღება გამახვილდა მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებზე და დაისახა მომავალი სეზონის მთავარი ამოცანები. სემინარის დამთავრების შემდეგ მსაჯებმა და მსაჯთა დამკვირვებლებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული ტესტი. 18 აგვისტოს ,,დინამო-არენაზე" მსაჯებმა ჩააბარეს ფიფა-ს ტესტი ფიზიკურ მომზადებაში. მათ სეზონის დაწყების წინ გამოავლინეს სათანადო ფიზიკური და თეორიული მომზადება და სრულ მზადყოფნაში ხვდებიან მომავალ საფეხბურთო სეზონს.