ბელგიურ გენკს გუშინ მხიარული დღე ჰქონდა. გუნდი ფანებს შეხვდა, ფეხბურთელებმა ბურთი გააგორეს და ფოტოსესიაც მოეწყო. იყო ავტოგრაფები, კეთილი სურვილები და ასე შემდეგ. გენკში დაახლოებით 65 000 მაცხოვრებელია, სტადიონი კი 24 000-იანი აქვთ და როცა ანდერლეხტს ან ბრიუგეს ხვდებიან, თითქმის ბოლომდე ივსება. გუშინ კი 9 000 ფანი იყო მისული. თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამაც გააგორეს ბურთი.
აქვე ვთქვათ, რომ გენკი-ნანტის ამხანაგურ მატჩში (1:0) ზარანდიამ ბოლო 17 წუთი ითამაშა, ხოლო ოქრიაშვილმა ტრავმის გამო გამოტოვა. მას ნეკნი სტკივა და დიდი დატვირთვით ვარჯიში რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეეძლება. ზუსტად როდის შეძლებს ოქრიაშვილი თამაშს, ექიმებს ჯერ არ უთქვამთ.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე