ირაკლი მაისურაძემ ტრავმა მოიშუშა და ამ ზაფხულს პირველად ითამაშა. ეს ანორთოსისის ამხანაგურ მატჩში, რომელიც 6:0 დასრულდა. ფამაგუსტელებმა კვიპროსის მეორელიგელ ამატოს აგიოსს სძლიეს. ამ შეხვედრაში ანორთოსისელი გიორგი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე სწორედ მაისურაძემ შეცვალა. ჩვენებს გოლი არ გაუტანიათ. .
გაგახსენებთ, ქართველ ნახევარმცველებს გასულ სეზონში თითქმის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ.
ილია ნანობაშვილი

გაუზიარე