სიახლეები

ქობულეთმა თურქეთში ახალი გუნდი გაუშვა

გაუზიარე

ქობულეთის შუქურა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად თურქეთში გაემგზავრა. გუნდის მწვრთნელმა გელა სანაიამ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იახლა, მათი უმეტესობა კი ახალწვეულია. ქობულეთელები მომავალ სეზონში ევროსარბიელს უმიზნებენ და გასაკვირიც არ არის, რომ სოლიდური შევსება მიიღეს. თურქეთში წასული ფეხბურთელების სიას თვალს თუ გადაავლებთ, ახალი სეზონისთვის შუქურას პრენეტზიებს უსაფუძვლოდ არ ჩათვლით. სანაიას განკარგულებაში ეს ფეხბურთელები არიან:

თეიმურაზ კაკალაძე, აზამატ ჯიოევი, ილია სტურუა, ზურაბ მალანია, მერაბ კოპალიანი, ლევან ანანიძე, ლევან ინგოროყვა, ლევან გეგეჭკორი, ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა ჩალაძე, მიხეილ კაკალაძე, ირაკლი კომახიძე, რევაზ გეწაძე, გოჩა ხოჯავა, თორნიკე თარხნიშვილი, გიგა ჭეიშვილი, ანდრია პუკანიჩი, ირაკლი ტაბიძე, ავთანდილ ბრაჭული, ლუკა გუგუჩია, გიორგი ჩელებაძე, არჩილ ბაჯელიძე, ლევან შარიქაძე, გრიგოლ დოლიძე.

შუქურა სამეზობლოში თვის ბოლომდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. მეტოქეთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა ჩვენები, სავარაუდოდ აზერბაიჯანულ და თურქულ გუნდებს დაუპირისპირდებია. 

საქართველოს მომავალი ჩემპიონატის პირველ ტურის მატჩს შუქურა 14 აგვისტოს სამტრედიაში ითამაშებს. სხვათა შორის, სასტარო შეხვედრას ინტრიგას ჰმატებს ის ფაქტი, რომ შუქურამდე გელა სანაია სწორედ სამტრედიას ხელმღვანელობდა. 

ლუკა თალაკვაძე