სიახლეები

უმაღლესში გადასულები საგურამოში გავიდნენ

გაუზიარე

უმაღლეს ლიგაში წლეულს აღზევებულმა ლოკომოტივმა და საბურთალომ გუშინ ამხანაგურად საგურამოში ითამაშეს. საწვრთნელი შეხვედრის შესაფერისად ორივე გუნდის მწვრთნელმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა. პირველი ტაიმის შუაში ანგარიში მასპინძელმა, ლოკომოტივისა და მთლიანად პირველი ლიგის ბომბარდირმა მამია გავაშელიშვილმა გახსნა, ვინც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მასაც გასცდა და ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. მალევე მასვე მეორე გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ პენალტი გაუცუდდა _ ბურთი ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმში საბურთალომ შეუტია და უპირატესობა ანგარიშშიც ასახა. ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა, რომელმაც საბურთალოს მაისურით მეორე გოლი გაიტანა. გიორგი ხარაიშვილმა კი სტუმრები საჯარიმოდან ჩინებული დარტყმულით დააწინაურა.

 მატჩის დამთავრებამ 15 წუთით ადრე ლოკომოტივი გამოფხიზლდა.  შერმადინ ართმელაძე ჯერ მეკარესთან დარჩა ცხვირწინ და გატანა არ გასჭირვებია, მატჩის ბოლოს კი მანვე ცოტა არ იყოს, კურიოზული გოლი გაიტანა. საბოლოოდ 3:2 ლოკომოტივმა იმარჯვა. 

გუნდებმა საგურამოში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ლოკომოტივი: მიქავა, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა, სამურკასოვი, ქიქავა, დიასამიძე, ქანთარია, ბენაშვილი, გავაშელიშვილი.

საბურთალო: ქურდაძე, შიხაშვილი, მარგველაშვილი, ვაჭარაძე, ბეროშვილი, ბიძინაშვილი, კაკიაშვილი, სოფრომაძე, ნიკოლაშვილი, ჯიქია, გვარაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ჩაბრაძე, ფანცულაია.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს საბურთალო ხვალ, თავის `ბენდელაზე~, თერჯოლის საპოვნელასთან გამართავს. 

ლუკა თალაკვაძე