გაბალასთან მარცხის შემდეგ დინამო თბილისმა პირველად ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. საკონტროლო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ვიტელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, მეორეში კი ალექსანდრე იაშვილმა თანაფარდობა აღადგინა.
დინამომ ამ შემადგენლობით ითამაშა: ბეგაშვილი (კულუა), ტვილდიანი, გველესიანი, რენე, გურული, პარუნაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, თევზაძე (ჭელიძე), არაბული, ვოლკოვი (იაშვილი).
უნდა აღვნიშნოთ, რომ დინამოს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშია.
ლევან ჯანეზაშვილი
გაუზიარე