სიახლეები

საბურთალომ ფეხბურთელები დაარიგა

გაუზიარე

დინამო თბილისმა უმაღლესში აღზევებული საბურთალოდან კიდევ ერთი ფეხბურთელი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების განაპირა ნახევარმცველი გიორგი თევზაძე შეიმატა. ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა ის კი გვახსოვს, რომ დინამომ ამ ზაფხულს ამ ახალგაზრდული კლუბისგან თავდამსხმელი ბაჩანა არაბული გადაიბირა. თევზაძესთან ერთად საბურთალო მეკარე ლაზარე კუპატაძესაც შეელია. ეს ფეხბურთელი კლუბმა თბილისის ლოკომოტივში გაანათხოვრა.

გიორგი თევზაძემ წინა სეზონის მეორე წრე იჯარის წესით სამტრედიაში ითამაშა. მან 17-წლამდელთა ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გატიტანა, ხოლო 19-წლამდელებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.  

ლუკა თალაკვაძე