სიახლეები

ტორპედო, ლოგო, კოლხეთი...

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედომ გუშინ საღორიას საწვრთნელ ბაზაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით ომარ გოგონაიამ გაიტანა.  
მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, გუნდების მწვრთნელებმა, ზაზა ინაშვილმა (კოლხეთი) და გიორგი დარასელიამ თამაშის საშუალება თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს და შეცვლებსაც ხშირად მიმართავდნენ.

კოლხეთის შემადგენლობა ასეთი იყო: ძაგანია, კილასონია, აფხაზავა, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, პოლულიახი, გურეშიძე, ჟიშკარიანი, ქებურია, კვარაცხელია. 

შეცვლაზე შევიდნენ: ლ. კაკულია, თ. კაკულია, გვალია, გოროზია, ინჯიბაშვილი, სიჭინავა, ტუღუში, ხოფერია, ნარსია, კუხალეიშვილი.

ტორპედო: თევდორაძე, ოდიკაძე, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი, სიჭინავა, კახელიშვილი, კირკიტაძე, კაპანაძე, შინდაგორიძე. 

შეცლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ადამაშვილი, ფანცხავა, შალიკაშვილი, თომაშვილი, ნაცვლიშვილი, კუხიანიძე, კლიმიაშვილი, კვერნაძე, ბაბუნაშვილი, ხურციძე, ჩიხლაძე. 

საინტერესოა, რომ საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ გუშინვე ქუთაისის ტორპედოს ახალი ლოგო დაამტკიცა. კონკურსში გაიმარჯვა დიზაინერ სოსო ბაბუნაშვილის წარდგენილმა ვარიანტმა და მისი დამზადებული ესკიზით შეიკერება ტორპედოს ახლი მაისურებიც... 

ლუკა თალაკვაძე