სიახლეები

შეყილაძე სერიაში ლატინამ დააქვეითა

გაუზიარე

ირაკლი შეყილაძის იტალიური ოდისეა გრძელდება. 22 წლის ქართველი ფორვარდი, რომელმაც იტალიური კარიერა ემპოლიში დაიწყო, მომავალი სეზონიდან სერია ც-ს პონტედერაში ითამაშებს. ამ კლუბში ირაკლი სერია ბ-ს ლატინამ რამდენიმე დღის წინ გაანათხოვრა. შეყილაძე პონტედერაში ახალი სეზონის ბოლომდე დარჩება, მისი შემდგომი ბედი კი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. 

ირაკლი შეყილაძე ემოპლიში არ გაზრდილა, თორემ 2008 წლიდან იქ იყო. გუნდის ძირითადში იშვიათად თამაშობდა, თუმცა კლუბის მეორე გუნდში სისტემატურად ჩნდებოდა. შეყილაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ხშირად იწვევდნენ, თუმცა ეროვნულისთვის, ეტყობა, ჯერ მზად არ არის...

ლუკა თალაკვაძე