სიახლეები

ლორიამ ტრაბზონის ნაცვლად ავსტრიაში ითამაშა

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ბერძნულ ოლიმპიაკოსში პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგი ახლა გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა, იქ კი ბერძნები ამხანაგურად ჩეხურ დუკლას გაეჯიბრნენ. ლორიამ მოედანზე მეორე 45 წუთი დაჰყო და ერთადერთი გოლიც ამ დრო გავიდა _ დუკლამ მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ ოლიმპიაკოსთან ორწლიანი კონტრაქტი ამ ზაფხულს გააფორმა, ორიოდ დღის წინ მისი სახელი შოთა არველაძის ტრაბზონსფორსაც დაუკავშირეს, მაგრამ, აგერ, ქართველმა მეკარემ ოლიმპიაკოსში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. 

ლუკა თალაკვაძე