სიახლეები

ალენიჩევმა, ანანიძე აუცილებლად ითამაშებსო

გაუზიარე

დღეს სტარტს აიღებს რუსული პრემიერლიგა. პირველი ტურის შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება, დღეს კი მხოლოდ ერთი თამაშია, მოსკოვის სპარტაკი, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იცავს, უფას უმასპინძლებს.

რუსული “სპორტექსპრესის” ცნობით, ანანიძე ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იქნება, თუმცა, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი დმიტრი ალენიჩევი ამბობს, ანანიძე უფას წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს: 

"ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულად სრულად ჩამოვყალიბდი, ვფიქრობ კიდევ ორ-სამ პოზიციაზე. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედებს. ჟურნალისტები განსაკუთრებით პრომესზე და ანანიძეზე მეკითხებით. პრომესს ფეხი აწუხებს, თუმცა ბოლო ორი ვარჯიში უკვე სრული დატვირთვით ჩაატარა და შეიძლება შეხვედრა თავიდანვე დაიწყოს. ანანიძეს შესახებ კი ჯერ ვფიქრობ, თუმცა ძირითადში იქნება თუ შეცვლაზე, ის აუცილებლად ითამაშებს."

პაატა ძნელაძე