სიახლეები

მათე ვაწაძე : ახალი კონტრაქტი 2017 წლამდე

გაუზიარე

მათე ვაწაძემ დანიურ ორჰუსთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. ქართველმა ბომბარდირმა, რომელმაც დანიის პირველ ლიგაში სეზონი 20 გოლით დაასრულა, ამ ზაფხულს მოსამაზადებელი მატჩებიც კარგად ჩაატარა. 

მათე ვაწაძე: „მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ ორი წლით დავრჩები. ეს ყოველთვის იყო ჩემი სურვილი და კარგია, რომ კლუბიც ანალოგიურად ფიქრობს. ორჰუსში თავს ისე ვგრძნობ, როგორ სახლში. მომწონს გულშემატკივართა ჩემდამი დამოკიდებულება. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ. ახლა კი მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება დანიის სუპერლიგა“. 

იენს ანდერსონი (ორჰუსის სპორტული დირექტორი): „მათესთან შედეგიანი საუბარი გვქონდა. თავიდანვე ჩანდა, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდებოდა“. 

მორტენ ვიგჰორსტი (ორჰუსის მწვრთნელი): „ჩვენ ვენდობით გუნდის საუკეთესო ბომბარდირს. ახალი კონტრაქტი მას უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მისცემს. გვსურს, რომ სუპერლიგის ცხრილის ზედა ნაწილში დავასრულოთ მომდევნო სეზონი, ამ მიზნის მიღწევაში მათეც დაგვეხმარება“. 

როგორც იცით, ვაწაძის გარდა, ორჰუსში 22 წლის დავით სხირტლაძეც თამაშობს. სხირტლაძე შემტევ ნახევარმცველად ირჯება და ამ მოსამზადებელ ეტაპზე სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. 

დანიის სუპერლიგა ხვალ დაიწყება, ორჰუსი კი 19 ივლისს ჩაატარებს პირველ მატჩს: შინ ბრონდბიუსთან. 

ილია ნანობაშვილი