სიახლეები

მეგრული დერბი ფოთში

გაუზიარე

უმაღლესი ლიგის გუნდები, ფოთის კოლხეთი და ზუგდიდი მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპს თურქეთში გაივლიან, მანამდე კი საქართველოში ემზადებიან და ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავენ. ფოთში, "ფაზისზე" მათი მონაწილეობით შედგა მეგრული დერბი, რომელშიც კოლხებმა მეტოქეს 3:0 სძლიეს.

ანგარიში 25-ე წუთზე კოლხეთის შემტევმა კვარაცხელიამ გახსნა _ მან ზუგდიდელი მცველების უყურადღებობით ისარგებლა. 70-ე წუთზე სიჭინავამ ფოთელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, მატჩის მიწურულს კი ტუღუშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: 

კოლხეთი: ძაგანია, აფხაზავა, კილასონია, გოგონაია, ლემონჯავა, ჩაკვეტაძე, პოლულიახი, გურეშიძე, კვარაცხელია, ჟიშკარიანი, ქებურია.

შეცვლაზე შევიდნენ: თ. კაკულია, ლ. კაკულია, კალაჯიშვილი, გოროზია, კუხალეიშვილი, სიჭინავა, ინჯიბაშვილი, გვალია, ნარსია, ხოფერია, ტუღუში.

ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, ნარმანია, წყაროზია, ჯავაშვილი, თიბილაშვილი, ფიფია, გ. სამუშია, წურწუმია, ფარჯიკია, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ელიავა, ბულია, ქანთარია, ც. სამუშია, ჩანგელია, კუტალია, მალანია, თუთბერიძე, მიქაძე, ჯომიდავა, ჟვანია. 

პაატა ძნელაძე