თბილისის დინამოს აკადემიისა და საბურთალოს ყოფილი დირექტორი ანდრეს კარასკო სამუშაოდ ავსტრალიაში წავიდა: კერძოდ, სიდნეი უონდერერსში, რომელსაც ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტონი პოპოვიჩი წვრთნის, ხოლო მეკარეების მწვრთნელი მილანის ყოფილი გოლკიპერი ჟელკო კალაჩია. კარასკო პოპოვიჩის ერთ-ერთი თანაშემწეც იქნება და ასევე, სიდნეი უონდერერსის ახალგაზრდული გუნდების კურატორიც.
სიდნეი უონდერერსში თამაშობს თბილისის დინამოს ყოფილი ნახევარმცველი ანდრეუ, ხოლო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდიელი რომეო კასტელენი გახლავთ – მას ჰოლანდიის ნაკრებშიც უთამაშია.
კარასკო ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელია და საქართველოში კარგი სახელი დატოვა – როგორც დინამოს აკადემიაში, ასევე საბურთალოშიც. კარასკო 1999-2011 წლებში მუშაობდა ბარსელონას სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში და მის ხელში გამოუვლიათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ჟერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსი.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე