სიახლეები

უეფამ გაბალა დასაჯა

გაუზიარე

როგორც იცით, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისას გაბალასა და თბილისის დინამოს შორის დაფიქსირდა არაერთი პროვოკაციული საქციელი აზერბაიჯანელ ქომაგთა მხრიდან _ დაწვეს საქართველოს დროშა, გამოიფინა ანტიქართული ბანერები, შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ჟურნალისტებს, მინები ჩაუმსხვრიეს თბილისის დინამოს ფანკლუბის წევრთა ავტობუსს...

ბუნებრივია, თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ საჩივარი შეიტანა უეფაში და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებამაც არ დააყოვნა: 23 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას სერბულ ჩუკარიჩკისთან გაბალა გამართავს არა შინ, გაბალაში, არამედ ბაქოში. 

პაატა ძნელაძე