სიახლეები

ვიტესის ფრე ჩეხებთან

გაუზიარე

მოსამზადებელი ეტაპის რანგში მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა არნემის ვიტესმა, რომლის ღირსებას იცავენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ვიტესის მეტოქე ჩეხეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი პრაღის სპარტა იყო. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

ორივე ჩვენებური ძირითადში იყო და ორივემ შეუცვლელად ითამაშა. კაშიამ ერთ ეპიზოდში თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა და შეტევაშიც აქტურად ერთვებოდა, ყაზაიშვილი კი საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

ჰოლანდიის ერედივიზიონი სტარტს 8 აგვისტოს აიღებს. ვიტესი პირველ ტურში ვილემს ესტუმრება. ამის პარალელურად, კაშიას და ყაზაიშვილს ევროპის ლიგაზეც მოუწევთ თამაში: მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

პაატა ძნელაძე