სიახლეები

დვალიშვილს პოლონეთში ზელინსკი აბრუნებს

გაუზიარე

პოლონური მედიის ცნობით, დანიური ოდენსეს ქართველი ფორვარდის ლადო დვალიშვილის გადაბირებით კრაკოვიაა დაინტერესებული და კლუბებს შორის სატრანსფერო მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. პოლონელ ჟურნალისტებთან საუბრისას კრაკოვიას მწვრთნელმა, წარსულში ამ ქვეყნის ნაკრების მცველმა იაცეკ ზელინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ დვალიშვილის გადაბირება სურს. წერენ, რომ პოლონეთში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, მაგრამ საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ ლადოს ოდენსეში კონტრაქტი აკავებს, მან დანიაში კიდევ ერთი სეზონი უნდა ითამაშოს. 

ლადო დვალიშვილი დანიაში სწორედ პოლონეთიდან, ქვეყნის ჩემპიონ ლეგიადან წინა სეზონის დასაწყისში გადავიდა. მან ოდნსეში სულ 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 

პოლონეთში კი ლადო დვალიშვილმა ხუთი სეზონი ითამაშა. ლეგიამდე ის პოლონიაში იყო, სადაც 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო ლეგიაში 35 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი მიითვალა, ორჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

29 წლის ლადო დვალიშვილმა საქართველო 2008 წელს დატოვა. უცხოური კარიერა კი ლატვიურ სკონტოში თამაშით დაიწყო და შემდეგ ისრაელში გააგრძელა.

კობა ინასარიძე