სიახლეები

სტადიონები არის, კალენდარი იქნება

გაუზიარე

საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის კალენდარი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მზად იქნება. ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტში კალენდარზე მუშაობა უკვე გადამწყვეტ ფაზაშია, გარკვეულ დეტალებს აზუსტებენ. ის კი დაზუსტებულია, რომ ახალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზესტაფონი და, შესაბამისად, უმაღლესლიგელებისთვის ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი გამოიკეტება. 

საშეჯიბრო კომიტეტში უკვე ზუსტად იციან, საშინაო მატჩებს რომელი გუნდი სად ჩაატარებს. 

მაშ ასე: დინამო, ცხადია, „დინამო არენაზე“ ითამაშებს; გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“  ითამაშებენ ქვეყნის ახალი ჩემპიონი დილა და ბოლნისის სიონი; ბათუმის დინამო და შუქურა ქობულეთის „ჩელე არენას“ გაიზიარებენ; ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებენ ადგილობრივი ტორპედო და მეზობელი თერჯოლის საპოვნელა; ლანჩხუთში მიიღებენ სტუმრებს ადგილობრივი გურია და ფოთის კოლხეთი; საბურთალოზე, „ბენდელაზე“ ითამაშებს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი საბურთალო; ხოლო „მიხეილ მესხზე“ იმასპინძლებენ ცხინვალი და უმაღლესში დაბრუნებული ლოკომოტივი; მარტვილში ითამაშებს ადგილობრივი მერანი; სამტრედია და ზუგდიდი სტუმრებს სამტრედიაში დაუხვდებიან; ხოლო ჩიხურა საშინაო მატჩებს კვლავაც სოფელ ივანწმინდაში გამართავს...

ლუკა თალაკვაძე