საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა დაადგინა, რომ ასოციაციის კონფერენცია, რომელზეც გაიმართება ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები, ჩატარდება 2015 წლის 15 სექტემბერს.
პრეზიდენტობის კანდიდატებმა განცხადება უნდა შემოიტანონ არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან ასოციაციის წევრები და სურთ გაწევრიანება კონფერენიციაში მონაწილეობის მისაღებად, ვთხოვთ, ასევე 1 სექტემბრამდე გამოაგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი-გვარი, დაბადების თარიღი, სამსახურის სახელწოდება, პოზიცია), ფოტოსურათი და პირადობის მოწმობის ასლი ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გაუზიარე