უმაღლესი ლიგის ბინადარმა ზუგდიდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა. ბესიკ შეროზიას გუნდი პირველლიგელ ხობის კოლხეთს გაეჯიბრა და 2:1 მოიგო.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, სამუშიას გადაცემით კვარაცხელიამ ზუგდიდი დააწინაურა. ხობელებმა ანგარიშის გათანაბრება თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 65-ე წუთზე ჩანგელიამ დააფიქსირა.
ამ შეხვედრაში ბესიკ შეროზიამ ზუგდიდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მამალაძე, თიბილაშვილი, მაჩაიძე, წყაროზია, ქანთარია, სამუშია, ნარმანია, ფარჯიკია, წურწუმია, კვარაცხელია, ფიფია
შეცვლაზე შემოვიდნენ: ჯომიდავა, ქომეთიანი, არახამია, ჩანადირი, ახალაია, ჟვანია, კუტალია, თუთბერიძე, ჩანგელია
ზუგდიდელები 22 ივლისს გაემგზავრებიან თურქეთში, სადაც 12-დღიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან, მანამდე კი კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე