სიახლეები

ქალები „მარაკანაზე“ ვარჯიშობენ

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

აზერბაიჯანის შეკრების შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები კვლავ „მარაკანაზე“ შეუდგა ვარჯიშს. ჩვენი გუნდის ლეგიონერები საკუთარ კლუბებში დაბრუნებამდე არაოფიციალურ შეკრებას გადიან და „ევრო 2017“–ის შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობისთვის ემზადებიან.

„ვიცით, რომ მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ ვაპირებთ. თამაში ყველა გუნდთან შეიძლება. ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იცის გუნდის თითოეული მოთამაშის შესაძლებლობა და ჩვენ შევეცდებით, თითოეული გოგონა მაქსიმალურად მოვურგოთ სათამაშო სქემას და კონკრეტულად მისთვის შესაფერის პოზიციას,“ – ამბობს არჩილ ჩხაბერიძე, ქალთა ნაკრების მწვერთელი.

„ევრო 2017“–ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, ქართველი გოგონები თურქეთის ნაკრებთან თბილისში ჩაატარებენ ამხანაგურ შეხვედრას. თურქებთან შეხვედრაში, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მალტის ტურნირისა და აზერბაიჯანის შეკრებისგან განსხავებით რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატება. ამ მიზნით, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა სხვადსახვა ქვეყანის კლუბებში მოთამაშე რამდენიმე ლეგიონერს აკვირდება.

ამ მომენტისთვის „მარაკანაზე“ ქალთა ეროვნული ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ვარჯიშობს:

მცველები: ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, ანა ზაქაიძე (ყველა - სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (FC Samsung Abta, Turkey), ნინო სუთიძე (Konak Belediyespor, Turkey).

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (FC Adana İdmanyurduspor, Turkey),  მარიამ დანელია (სკ „აფხაზეთი“, საქართველო), მარი ბასილაძე, მედეა მუმლაძე (სს 35-ე სკოლა), ტატა მატვეევა (FC Konak Belediye, Turkey), მარიამ მაღლაკელიძე (სკ „იბერია-სთარი“).

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (FC Adana İdmanyurduspor, Turkey), თამრიკო კვალიაშვილი (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო).

სფფ–ს პრესსამსახური