სიახლეები

ფორტუნამ ჩვენთვის მაჩანჩალები ვერ გამოიმეტა

გაუზიარე

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ მთლიანობაში ქართული კლუბებისთვის ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა არცთუ იღბლიანი გამოდგა. მართალია, ჩვენი ოთხი წარგზავნილიდან სამი განუთესავი იყო, რაც სუსტ მეტოქეებთან შეხვედრის შანსს ერთიორად ამცირებდა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა, ნაკლებად ძლიერ ოპონენტებს გადავყროდით.

ვერაფერს შევცვლით, შანსი კი ოთხივე ქართულ კლუბს აქვს და იმედია, ყველა მათგანი შეძლებს პირველი ბარიერის გადალახვას. ვისურვოთ, რომ თითოეულმა მათგანმა მოახერხოს ქართველი ქომაგის გახარება. რაც შეეხება ფავორიტობას, ეს ცნება პირობითი რომ არის, შარშან თვალნათლივ დაგვიმტკიცა საჩხერის ჩიხურამ, რომელმაც გათამაშებას მასზე ათჯერ მდიდარი მეტოქე გამოთიშა. გვინდა გვჯეროდეს, რომ იმ სასიხარულო მომენტებს საამსეზონი ოთხეული გაგვახსენებს და ეგებ, თერთმეტწლიანი ნავსიც გატყდეს და ჯგუფურ რაუნდს არა მხოლოდ მივუკაკუნოთ, არამედ იქ შევაბიჯოთ კიდეც.

დილას სავარაუდო მეტოქეთა წრე წილისყრის დაწყებამდე ხუთ გუნდამდე შევიწროვდა. სერბული პარტიზანის გარდა, გორელებს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეიძლებოდა შეხვედროდა რუმინული სტიაუა, ბულგარული ლუდოგორეცი, უნგრული ვიდეოტონი და ალბანური შკენდერბეუ. ამ ხუთეულიდან ბოლო ორი ყველაზე მეტად იყო სასურველი, ყველაზე ნაკლებად კი ლუდოგორეცისა და სტიაუას მეტოქეობა გვსურდა. საბოლოოდ, შუალედური ვარიანტი ამოვიდა.

რაც შეეხება ევროპის ლიგას, ქართული კლუბებიდან ერთადერთ განთესილს, დინამო თბილისს სავარაუდო მეტოქეთა სიაში, გაბალას გარდა, ჰყავდა ჩერნოგორიული რენოვა, ანდორული ლუსიტანსი, უელსური ნიუთაუნი და ბოსნიური ოლიმპიკ სარაევო. გაბალას ვარიანტი აშკარად ერთ-ერთი ყველაზე არასასურველია. დადებითი მხარის დანახვა იმაში თუ შეიძლება, დინამოს ფანობას აზერბაიჯაინში ჩასვლა და საყვარელი გუნდის იქ გამხნევებაც შეეძლება.

ხორვატიული ზრინსკი, დინამო თბილისისთვის ავადმოსაგონარი ყაზახური აქტობე, პოლონური იაგელონია, ირლანდიური შემროკ როვერსი და კვიპროსული ომონია – ასეთი იყო ბათუმელთა პოტენციურ მოწინააღმდეგეთა სია. წესით, ყველაზე სუსტი ამ ხუთეულიდან შემროკი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბედმა აჭარულ კლუბს ომონია შეახვედრა. 

ცხინვალს კი, რუმინული ბოტოშანის გარდა, კიდევ ხუთი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა – პოლონური სლასკი, სლოვაკური სლოვანი, ხორვატული ლოკომოტივი, ლიხტენშტაინური ვადუცი და მალტური ბირკირკარა. საუკეთესო ვარიანტი, ალბათ, მალტელებთან დაპირისპირება იქნებოდა, თუმცა ფორტუნამ ცხინვალი ბოტოშანისთან დააწყვილა. ვფიქრობთ, ექვსეულში მასზე ძლიერი გუნდებიც იყვნენ.

ლევან ჯანეზაშვილი

ჩემპიონთა ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
30 ივნისი/1 ივლისი და 7/8 ივლისი
ლინკოლნი (გიბრალტარი)-სანტა კოლომა (ანდორა)
კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)-ლევადია (ესტონეთი)
პიუნიკი (სომხეთი)-ფოლგორე (სან მარინო)
ტორსჰავნი (ფარერები)-ნიუ საინთსი (უელსი)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
14/15 და 21/22 ივლისი
ჰიბერნიანსი (მალტა)-მაკაბი თელ ავივი (ისრაელი)
აპოელ (კვიპროსი)-ვარდარი (მაკედონია)
ყარაბახი (აზერბაიჯანი)-რუდარი (ჩერნოგორია)
სარაევო (ბოსნია)-ლეხი (პოლონეთი)
მარიბორი (სლოვენია)-ასტანა (ყაზახეთი)
ბატე (ბელარუსი)-დუნდალკი (ირლანდია)
ჰიკ (ფინეთი)-ვენტსპილსი (ლატვია)
მიდტიულანდი (დანია)-ლინკოლნი/სანტა კოლომა
მიოლდე (ნორვეგია)-პიუნიკი/ფოლგორე
მალმიო (შვედეთი)-ჟალგირისი (ლიტვა)
სელტიკი (შოტლანდია)-სტიარნანი (ისლანდია)
ტრენჩინი (სლოვაკეთი)-სტიაუა (რუმინეთი)
პარტიზანი (სერბეთი)-დილა (საქართველო)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-მილსამი (მოლდოვა)
ფოლა ეში (ლუქსემბურგი)-დინამო ზაგრები (ხორვატია)
შკენდერბეუ (ალბანეთი)-კრუზეიდერსი/ლევადია
ტორსჰავნი/ნიუ საინთსი-ვიდეოტონი (უნგრეთი)


ევროპის ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
2 და 9 ივლისი
1. ვიკინგური (ისლანდია)-კოპერი (სლოვენია)
2. ნიუთაუნი (უელსი)-ვალეტა (მალტა)
3. გლენავონი (ჩრდ. ირლანდია)-შახტიორ სოლიგორსკი (ბელარუსი)
4. რუნავიკი (ფარერები)-ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)
5. ატლანტას კლაიპედა (ლატვია)-ბეროე (ბულგარეთი)
6. სპარტაკს იურმალა (ლატვია)-ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)
7. პროგრეს ნიდერკორნი (ლუქსემბურგი)-შემროკ როვერსი (ირლანდია)
8. კორკ სიტი (ირლანდია)-რეიკიავიკი (ისლანდია)
9. უნივერსიტი კოლეჯ დუბლინი (ირლანდია)-დუდელანჟი (ლუქსემბურგი)
10. შერიფი (მოლდოვა)-ოდსი (ნორვეგია)
11. დინამო თბილისი (საქართველო)-გაბალა (აზერბაიჯანი)
12. დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)-ბალა თაუნი (უელსი)
13. ბრონდბიუ (დანია)-ჯუვენეს დოგანა (სან მარინო)
14. დებრეცენი (უნგრეთი)-სუტიესკა (ჩერნოგორია)
15. ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)-ქაირათი (ყაზახეთი)
16. აქტობე (ყაზახეთი)-ნომე კალიუ (ესტონეთი)
17. გოუ ეჰედ იგლზი (ჰოლანდია)-ფერენცვაროში (უნგრეთი)
18. დომჟალე (სლოვენია)-ჩუკარიჩკი (სერბეთი)
19. კუკეში (ალბანეთი)-ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი)
20. რენოვა (ჩერნოგორია)-დაჩია (მოლდოვა)
21. შკენდია (მაკედონია)-აბერდინი (შოტლანდია)
22. მტკ (უნგრეთი)-ვოივოდინა (სერბეთი)
23. ორდაბასი (ყაზახეთი)-ბეითარი (ისრაელი)
24. ფლორა (ესტონეთი)-რაბოტნიჩკი (მაკედონია)
25. დინამო ბათუმი (საქართველო)-ომონია (კვიპროსი)
26. ტრაკაი (ლიტვა)-ტორსჰავნი (ფარერები)
27. გლენტორანი (ჩრდ. ირლანდია)-ჟილინა (სლოვაკეთი)
28. ალაშკერტი (სომხეთი)-სენტ ჯონსტონი (შოტლანდია)
29. ოლიმპიკ სარაევო (ბოსნია)-სპარტაკი ტრნავა (სლოვაკეთი)
30. ვიკინგური (ფარერები)-როსენბორგი (ნორვეგია)
31. სკონტო (ლატვია)-სენტ პატრიქსი (ირლანდია)
32. ბალზანი (მალტა)-ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
33. სანტ ხულია (ანდორა)-რანდერსი (დანია)
34. კრუოია (ლიტვა)-იაგელონია (პოლონეთი)
35. ლაჩი (ალბანეთი)-ინტერი (აზერბაიჯანი)
36. პარტიზანი (ალბანეთი)-სტრომგოდსეტი (ნორვეგია)
37. იელგავა (ლატვია)-ლიტექსი (ბულგარეთი)
38. ლუსიტანსი (ანდორა)-ვესტ ჰემი (ინგლისი)
39. სეინაიოკი (ფინეთი)-ჰაფნარფიორდური (ისლანდია)
40. ლაჰტი (ფინეთი)-ელფსბორგი (შვედეთი)
41. კალევი (ესტონეთი)-ჰაიდუკი (ხორვატია)
42. საქსანი (მოლდოვა)-აპოლონი (კვიპროსი)
43. შირაქი (სომხეთი)-ჟრინსკი (ბოსნია)
44. ვაასა (ფინეთი)-აიკ (შვედეთი)
45. მლადოსტი (ჩერნოგორია)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი)
46. ცელიე (სლოვენია)-ვროცლავი (პოლონეთი)
47. ლა ფიორიტა (სან მარინო)-ვადუცი (ლიხტენშტაინი)
48. ბირკირკარა (მალტა)-ულისესი (სომხეთი)
49. ბრაუტონი (უელსი)-ლოკომოტივი ზაგრები (ხორვატია)
50. ბოტოშანი (რუმინეთი)-ცხინვალი (საქართველო)
51. ევროპა (გიბრალტარი)-სლოვანი (სლოვაკეთი)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
16 და 23 ივლისი
19 - 45
5 – 13
7 – 10
49 – პაოკ (საბერძნეთი)
8 – 30
ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი)-თუნი (შვეიცარია)
51 – 9
44 – 43
15 – 28
17 – 32
ლეგია (პოლონეთი) - 50
22 – 6
47 – 16
20 – 27
34 – 11
37 – 24
მლადა ბოლესლავი (ჩეხეთი) – 36
39 – 35
18 - 11
ჩერნო მორე (ბულგარეთი)-დინამო მინსკი (ბელარუსი)
ინვერნესი (შოტლანდია)-ასტრა (რუმინეთი)
3 – ვოლფსბერგერი (ავსტრია)
რიეკა (ხორვატია) – 21
29 – 4
ტრაბზონსფორი (თურქეთი) – 12
38 – 48
კოპენჰაგენი (დანია) – 2
შარლერუა (ბელგია) – 23
42 – 26
46 – გიოტებორგი (შვედეთი)
33 – 40
1 – 41
31 - 14