სიახლეები

არცთუ პატარა ამბავი: საქართველომ რუსეთს მოუგო

გაუზიარე

გუშინ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაიწყო პრეზიდენტის თასის მორიგი გათამაშება. საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში რუს თანატოლებს 2:0 მოუგეს. ანგარიში შეხვედრის დებიუტში აკაკი ქიმერიძემ გახსნა, ლევან ხარაბაძემ კი პირველივე ტაიმში გახადა ჩვენების უპირატესობა ორბურთიანი. მეორე ტაიმში ჩვენების მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა თერთმეტრიანის დარტყმულის მოგერიება შეძლო და საბოლოოდ 2:0 მოვიგეთ. დღეს საქართველოს ჩვიდმეწლამდელთა ნაკრები ბელორუსებს შეხვდება, რომლებმაც პირველ ტურში აზერბაიჯანთან 1:3 წააგო.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: 

საქართველო: გუგეშაშვილი, ასათიანი ქაფიანიძე, ვირუბოვი (კიკალიშვილი 75), ნინუა, ქიმერიძე, ჩაკვეტაძე, ხარაბაძე (ოზბეთელაშვილი 75), ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 78), სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 55), ქავთარაძე

რუსეთი: ბატერი (კატკოვი 74), კავკასინი, კახიძე, რიბაკოვი, ნესტეროვი, ტოპილსკი (ფილიპენკოვი 41), პეტოში (ვოლკოვი 63), ცაავა (გალოიანი 41), მამარასული (ვლადიმიროვი 70), კოპილოვი, აიბოვი (ფეოკტისტოვი 50)

პაატა ძნელაძე