ლევან ყენია პრაღის სლავიას შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ახლახან სლავიას მწვრთნელად დუშან უჰრინი დანიშნეს: თბილისის დინამოს ყოფილი თავკაცი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ყენია კარგად შეეწყო სლავიას და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, მას ჩეხური პრესაც დადებითად ახასიათებს.
ლევანს ვკითხეთ, ხომ არ გეგმავს ამავე ზაფხულს გუნდის გამოცვლას:
„ჯერ არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, სლავიაში დავრჩები. აქაურობა მომწონს და მინდა, რომ ჩეხეთში თავი გამოვიჩინო“.
ილია ნანობაშვილი

გაუზიარე