საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქეები ევრო 2017–ზე, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებენ.
კანადაში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშები შაბათს, 1/8 ფინალებით განახლდება. მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე 8 ევროპული ნაკრებიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლა მხოლოდ ესპანელებმა ვერ მოახერხეს. მათ კანადაში ვერც ერთ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოახერხეს და მხოლოდ ერთი მატჩი დაამთავრეს ფრედ, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს გადაწყვეტილებით, კანადის 2015 წლის ქალტა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რიცხვი ოცდაოთხამდე არის გაზრდილი. 1/8 ფინალში 6 ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხიც, საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდი გადიოდა.
პირველ მერვედფინალში, რომელიც შაბათს 20 ივნისს გაიმართება ერთმანეთის პირისპირ მოქმედი ევრიპის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები და შვედები წარსდგებიან. კიდევ ერთი ევროპული 1/8 ფინალი ნორვეგიასა და ინგლისს შორის 22 ივნისს გაიმართება. კიდევ ერთი ევროპული ნაკრები, რომელიც განსაკუთრებით იწვევს ქართველი სპცეიალისტებისა და ქომაგების ინტერესს შვეიცარიაა. მას შემდეგ, რაც მათ ბოლო ჯგუფური შეხვედრა ნიგერიელებთან 1:2 დასთმეს, ჯგუფში მე–3 ადილი დაიკავეს და მოხვდნენ 4 საუკეთესო მესამეადგილოსან ნაკრებს შორის. ამ შეხვედრაში ანგარიში შვეიცარელთა მე–13 ნომერმა ანა მარია ქრნოგორჩევიჩმა 24–ე წუთზე გახსნა. ეს იყო, რაც შვეიცარლებმა ამ დღეს მოახერხეს, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გაძვრნენ. ახლა ისინი 1/8 –ში მასპინძლების კანადელების წინააღმდეგ დაწყვილდნენ.
ევრო 2017–ზე ქართველი გოგონების მომავალი მეტოქისა და კანადელთა დაპირისპირება საქართველოს დროით 22 ივნისს, ღამის 1 საათზე დაიწყება.
1/8 ფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
22.06.15
გერმანია – შვედეთი
ჩინეთი – კამერუნი
21.06.15
ბრაზილია – ავსტრალია
საფრანგეთი – კორეა
კანადა – შვედეთი
აშშ – კოლუმბია
22.06.15
ნორვეგია – ინგლისი
აშშ – კოლუმბია
23.06.15
იაპონია – ჰოლანდია
სფფ–ს პრესსამსახური