სიახლეები

უარი აფხაზებს

გაუზიარე

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშის, მადინა ბგანბას განცხადებით, მათ ნაკრებს დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის ეგიდით უნგრეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

“აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯემალ გუბაზმა უნგრელი კოლეგებისგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ნაკრებს 17-21 ივნისს ქალაქ დებრეცენში დაგეგმილ არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაუშვებენ. მიზეზი კი საქართველოს საელჩოსა და ფეხბურთის ფედერაციის არაერთგზის გამოხატული პროტესტია,” - ამბობს ბგანბა. საინტერსოა, რომ უნგრელებისგან უარი სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ფედერაციებმაც მიიღეს.

დამოუკიდებელ ასოციაციათაAკონფედერაცია (ConIFA) 2013 წელს ჩამოყალიბდა და 25 ისეთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას აერთიანებს, რომლებსაც ფიფა და უეფა არ სცნობენ.